Loading

ქვეითები VS მძღოლები

საქართველოს კანონით “საგზაო მოძრაობის შესახებ”(თავი III, მუხლი 20) ყველა ფეხითმოსიარულე უსაფრთხოდ უნდა გადაადგილდებოდეს ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე . თბილისის გარდა, ეს საკანომდებლო გარანტია პოსტ-საბჭოთა სივრცის ორ დედაქალქს - კიევსა და კიშინიოვშიც მოქმედებს.

პროექტ “სამეზობლოს” ფოკუსში მოხვედრილი სამივე ქალაქითვის - თბილისი, კიევი, კიშინიოვი - კანონმდებლობა და რეალობა სრულიად განსხვავდება. საქართველოს დედაქალაქში, ფეხითმოსირულეთა გადაადგილების მთავარი პრობლემა ქვეითთა ბილიკების საპარკინგე ზოლად გადაქცევაა. გადაადგილების გართულების კვალდაკვალ, ბოლო სამი წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა ქვეითად მოსიარულეთა თანამონაწილეობით მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევების რაოდენობა.

ვიდეო თბილისის ქუჩებში შექმნილ მდგომარეობას აასახავს :

გელა კვაშილავა, “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების” გამგეობის თავმჯდომარე და დამფუძნებელი, დედაქალაქის ურბანულ თემებზე 2006 წლიდან მუშაობს. ის შევჩენკოს ქუჩის მაგალითზე გვაჩვენებს, თუ რა სიტუაციაა საქართველოს დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე.

გადაადგილების პრობლემების სიცხადის გამო, გელა კვაშილავა ფიქრობს, რომ თბილისი მძღოლების ქალაქია, და არა ქვეითების.

თბილისისგან განსხვავებით, უკრაინის დედაქალაქში ტროტუარები გაცილებით ფართოა. თუმცა ქვეითებისთვის კვლავ პრობლემას ქმნის მძღოლების ქაოტური ქცევა და მოუწესრიგებელი ზებრა გადასასვლელები.

კიეველებს, კითხვაზე თუ რამდენად მოხერხებულია ქალაქი ფეხითმოსიარულეებისთვის, განხვავებული პასუხები აქვთ.

სატრანსპორტო სტრატეგიის მიხედვით, კიევში პრიორიტეტი ფეხითმოსიარულეებს აქვთ. თუმცა ტრანსპორტის სპეციალისტი, დიმიტრი ბესპალოვი განხვავებულ რეალობაზე გვიყვება:

ფეხითმოსიარულეებისთვის კიდევ ერთი დაბრკოლება კიევის პარკინგის სისტემაა. არასაკმარისი ადგილების გამო, მძღოლები იძულებულები არიან, ქვეითთა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლები დაიკავონ. თუმცა თბილისისა და კიშინიოვისგან განსხვავებით, კიევში გადახდის სისტემა ელექტრონულია, რაც მძღოლებისთვის უფრო მოსახერხებლია.

განსხვავებით თბილისაა და კიშინიოვისგან, კიევს პარკინგის საფასურის გადახდის ყველაზე მრავალფეროვანი საშუალებები აქვს. ელექტრონული აპლიკაცია “პარკომატი”, ქალაქის სივრცეში თავისუფალ ადგილებსაც აჩვენებს და საფასურის გადახდასაც მოქნილს ხდის. ჟურნალისტი, ოლექსანდრ იარუცეკი გვაჩვენებს თუ როგორც მუშაობს მობილური აპლიკაცია “პარკომატი”.

კიევის მთავარ გამზირზე, ხრეშატიკზე შაბათ-კვირას სამანქანო მოძრაობა აკრძალულია, ეს დრო ფეხითმოსიარულეების თავისუფალ გადაადგილებას ეთმობა. ცენტრალურ ქუჩაზე შეზღუდულია პარკირებაც სპეციალური სატრანსპორტო კომპანიის “კიევპასტრანსის” დირექტორის მოადგილეს, რომან შიპკოვს მიიჩნევს, რომ ეს მთავრობის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო :

მოლდოვის დედაქალაქში ქვეითთა ბილიკებზე დაპარკინგებული მანქანების გარდა, პრობლემას მოუწესრიგებელი ასფალტის საფარიც ქმნის, ქვეითები ჩივიან, რომ მათ ხშირად უზიანდებათ ფეხსაცმელები. კიშინიოველი მცხოვრებლების აზრი თუ რამდენად მოსახერხებელია ქალაქი გადაადგილებისთვის ასეთია :

ურბანისტი ვიტალი სპრინჩეანა, კიშინიოვს, ერთ დიდ საპარკინგე სივრცედ მიიჩნევს. ის აქცენტს უკონტროლო სისტემაზე აკეთებს, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერ ადგილზე გააჩერებენ საკუთარ ავტომობილები:

ავტოკლუბის დირექტორი ვლადისლავ დუმანოვი სრულიად იზიარებს სპრიანჩინას მოსაზრებას და დამატებით ამბობს, რომ ქალაქის მოძველებული გენგემა აქვს:

მოუწესრიგებელი ტროტუარების მნიშველოვანი მაჩვენებელია , რომ კიშინიოვის ავტოსაგზაო შემთხვევბის 30 %-ში ქვეითები მონაწილებს. საერთო პრობლემაზე აქცეტს როგორც ვიტალი სპრიანჩინა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის „უსაფრთხო გზები“ წარმომადგენელი ტატიანა მიხაილოვც აკეთებს :

ურბანპროექტის ინსტიტუტის დირექტორი და გენერალური გეგმის თანაავტორი, იური პოვორი, ამბობს, რომ მათ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ქალაქის გენერალური გეგმის სახით უკვე შესთავაზეს ხელისუფლებას.თუმცა ქალაქის მმართველებს, პრობლემების გადასაჭრელად ზომები ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

ევროპის დედაქალაქებისგან განსხვავებით პოსტ-საბჭოთა ქვეყნების დედაქალაქებში ფეხითმოსიარულეთა უფლებები ჯერ კიდევ დაცული არ არის,. გარდა იმ პრობლემებისა, რაც პროექტმა “სამეზობლომ” იკვლია, დამატებით, მნიშველოვანი ფაქტორია მანქანის მართვის კულტურა, რომელიც საზოგადოების ცნობიერების საკითხია. დარგის ექსპერტები ერთობლივად თანხმდებიან, რომ სწორედ ახლა ის დრო, რომ ევროპული ტრანსპორტის სტანდარტები ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში დაინერგოს.

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.