Loading

სამშენებლო კოლეჯი ზესტაფონში

კომპანია m²-მა ზესტაფონში სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2 გახსნა.“კონსტრუქტ2”-ის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე ესწრებოდნენ

11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით კოლეჯი 600-მდე სერტიფიცირებულ სპეციალისტს, ხოლო სახელმწიფო პროგრამით კი, დიპლომირებულ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციელისტებს მოამზადებს ყოველწლიურად. პროექტის ფარგლებში კოლეჯი 50-მდე აკადემიურ და 30-მდე ადმინისტრაციულ კადრს დაასაქმებს.

მოკლევადიანი პროგრამები:

მღებავი, მეარმატურე-მებეტონე, მებათქაშე, მშენებელი-მეთუნუქე, ელექტროშემდუღებელი, თაბაშირ-მუყაოს სპეციალისტი, მეფილე-მომპირკეთებელი, კალატოზი, სანტექნიკოსი, დურგალ-მემონტაჟე, ელექტრიკოსი.

გრძელვადიანი პროგრამები:

შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიები და მშენებლობის წარმოება.

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენთან მოსულმა ადამიანებმა უმაღლესი სტანდარტის თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ და შრომის ბაზარზე უკონკურენტო სამუშაო ძალად იქცნენ. გვჯერა, რომ ძალიან მალე კოლეჯი საერთაშორისო მნიშვნელობის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება, რაც მნიშვნელოვანი სტიმულია სამშენებლო სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის და ამასთან, დროული და საჭირო ნაბიჯი სფეროს განვითრებისთვის ქვეყანაში", - ამბობს ირაკლი ბურდილაძე, m²-ის გენერალური დირექტორი.

კონსტრუქტ2 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია m²-ის საერთო პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ლარია.

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.