Loading

ფუეტე ქართულად ნაწილი მესამე. როგორ ემშვიდობებიან სცენას / JAMnews

ელენა შილო

“დიახ, ბევრი ჩემი კლასელი წავიდა, - ჰყვება ბალერინა ელენა შილო. იგი სახელმწიფო საბალეტო დასში 2000-აი წლების დასაწყისში ცეკვავდა, - საერთოდ, ისეთები რჩებიან, ვისაც ოჯახში შემოსავლის ალტერნატიული წყარო აქვს, რადგან ბალეტის არტისტის ხელფასით ცხოვრება ძნელია”.

ელენამ თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრა. დედაც ბალერინა ჰყავს. ირინას დედის კარიერა წარმატებული არ აღმოჩნდა, მაგრამ ცეკვისადმი სიყვარული დარჩა და გადაწვიტა საბალეტო სკოლაში შვილი მიეყვანა.

“თავიდან იქ ჩაბარება არ მინდოდა, მაგრამ დავიწყე თუ არა ცეკვა, სასწავლებელიც და ბალეტიც შემიყვარდა. გიჟივით ვცეკვავდი, ზაფხულის არდადეგებზეც კი ყოველდღე სასწავლებელში ვიყავი და ვმეცადინეობდი”.

“მერე კასტიგიც გავიარე - ეს დიდი ბედნიერება იყო! დავიწყე თეატრში მუშაობა, ეს 2000-ანი წლების დასაწყისია, ჯერ კიდევ ნინომდე [ანანიაშვილი]. პრაქტიკულად უფასოდ ვმუშაობდი. მერე მოვიდა ნინო, დაიწყო რეფორმები. ყველა არტისტი დასში ვერ დარჩებოდა, ეს თავიდანვე ვიცოდით. იყო შემოწმება და სცენაზე რომ გავედი, ნინომ მთელი დარბაზის გასაგონად განაცხადა: “შილო, თქვენ დასში რჩებით”.

ბალერინა სცენაზე ამოსასვლელად ემზადება

“დავიწყე ცეკვა - რა ბედნიერი დრო იყო! თუმცა, გაჭირვებულიც. ძალიან დაბალი ხელფასი მქონდა. მახსოვს, ერთხელ შემოწმების დროს ჭარბი წონის გამო მისაყვედურეს და სწორად კვებეო, მითხრეს. “ამ ხელფასით რა კვება მექნება?" - ვუპასუხე მე.

ბალერინები სცენაზე გამოსასვლელად ემზადებიან

"კიდევ ჩინეთში გასტროლები მახსოვს. მაშინ პირველად გავემგზავრე სახლიდან შორს, თან რამდენიმე თვით! მთელი ჩინეთი, 24 ქალაქი მოვიარეთ. ისეთ განსხვავებულ დარბაზებში ვცეკვავდით. რამდენი მოგონებაა!"

“შემდეგ კი, ზურგის პრობლემები დამეწყო. მაშინ “მაკნატუნას” ვდგამდით, შანდლებით უნდა მეცეკვა. საერთოდ, ეს მამაკაცის პარტიაა, შანდლები მძიმეა. მაგრამ ბიჭები ხომ მუდმივად არ გვყოფნიდა და გოგონებს გვიწევდა მათი პარტიის შესრულება. ყოველ ჯერზე, როდესაც მაკნატუნას ვცეკვავდი, ვიცოდი რომ ერთი კვირით ჩავწვებოდი. შემდეგ ისე გამირთულდა ზურგი, რომ რამდენიმე თვე ვერ დავდიოდი. თითქმის ნახევარი წელი ბიულეტენზე ვიყავი. ვიფიქრე, მორჩა, სცენას ვეღარ ვეღირსები-თქო”.

ბალეტი “მაკნატუნა”, პირველი მოქმედების დასასრული. ასე გამოიყურება ეს კულისებიდან.

"შემდეგ უკეთ გავხდი, ექიმებმა თქვეს, რომ ნელ-ნელა რეპეტიციების დაწყება და შემდეგ სცენაზე დაბრუნებაც შემეძლო.

"თავდაპირველად მაძლევდნენ როლებს, რომლებშიც ბევრი ცეკვა არ მიწევდა. აი, მაშინ მივხვდი, რომ თეატრის გარეშე ცხოვრება საერთოდ არ შემეძლო. ბედნიერი ვიყავი, რომ დავბრუნდი, თითქოს თავიდან დავიბადე".

კულისები ანტრაქტის დროს

"მაგრამ, პრობლემებმა ისევ იჩინა თავი. ძველებურად არაფერი გამომდიოდა. 2010 წელს, როდესაც თეატრი რემონტის გამო დაიხურა, შემამცირეს. კაპიტალური რემონტი რამდენიმე წელს უნდა გაგრძელებულიყო, დასს სხვადასხვა სცენებსა და სარეპეტიციო დარბაზებში მომთაბარეობა მოუწევდა. ზოგიერთ არტისტს სამუშაო კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს".

სცენის დალაგება ანტრაქტის დროს

"არ ვიცოდი, რა მექნა. აღმოჩნდა, რომ ბალეტის გარდა არაფრის გაკეთება არ შემიძლია და არც მინდა. იმ პერიოდში დავორსულდი, მაგრამ ბავშვი დავკარგე. ეს საშინელი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში".

დეკორაციების შეცვლა

"თავი მაინც ხელში ავიყვანე, ვცადე თეატრალურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, მაგრამ ქულები დამაკლდა. განსაკუთრებით ქართული გრამატიკა მიჭირდა. თავისუფალ მსმენელად მიმიღეს - ვესწრებოდი ლექციებს, ვაბარებდი გამოცდებს, მაგრამ არანაირი დოკუმენტი იმის შესახებ, რომ იქ ვსწავლობდი, არ მეკუთვნის".

"დიდხანს არ შემეძლო ბალეტის ყურება. ახლაც მიჭირს ვუყურო, სხვები როგორ ცეკვავენ. იმის მიუხედავად, რომ ახლა მე ბალეტს კერძო კურებზე ვასწავლი".

"ორი ვაჟი მყავს და მესამე შვილს ველოდები - როგორც იქნა, გოგო მეყოლება. აუცილებლად ბალეტზე შევიყვან, თუ ნიჭი აღმოაჩნდება".

ფოტო და ტექსტი: დიანა პეტრიშილი

Created By
JAMnews Tbilisi
Appreciate

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.